არგენტინას არ გააჩნია შესაძლებლობა და არც განზრახვა ძალით დაიპყროს ფოლკლენდის კუნძულები. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯერალდ ჰოვარტმა ქვეყნის პარლამენტში განაცხადა, იტყობინება „ბი-ბი-სი".
მინისტრის თქმით, ბრიტანეთი მზადაა დაიცვას თავისი სამხრეთ-ატლანტიკური ტერიტორიები.
გასულ კვირას არგენტინის პარლამენტმა უარყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებაა, იმასთან დაკავშირებით, რომ ბუენოს-აირესი ცდილობს კუნძულების მიმართ კონოლიალისტური პოლიტიკა გაატაროს.
არეგნტიელმა სენატორებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანა შეეცდება კუნძულები პოლიტიკური ნაბიჯებით დაიბრუნოს.
შეგახსენებთ, რომ ფოლკლენდის კუნძულებს არგენტინა საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მას მალვინის კუნძულებს უწოდებს.
1982 წელს არგენტინასა და ინგლისს შორის კუნძულების გამო სამხედრო კონფლიქტი მოხდა.