კანადური ავიაკომპანია Air Canada-ის რეისი 4 საათის განმავლობაში გადაიდო, რადგანაც კატა, რომელიც ერთ-ერთ მგზავრს ეკუთნოდა გალიიდან გადმოხტა და თვითმფრინავში დაიმალა.
კატა სახელად „რიპლუსი" თავდაპირველად პილოტის კაბინაში იმალებოდა და თვითმფრინავი გაფრენას ვერ ახერხებდა, რადგანაც კატის პოვნა ვერ ხერხდებოდა. ეკიპაჟის წევრებს თვითმფრინავის ძრავის გათიშვაც კი მოუწიათ, რადგანაც მის ხმას კატა არ შეეშინებინა. საბოლოოდ კატა ძრავის სადენებში აღმოაჩინეს, თუ როგორ მოხვდა „რიპლუსი" სადენებში გაურკვეველია. თვითმხილველების თქმით კატა ძალიან შეშინებული იყო.