აშშ-ის მასაჩუსეტის შტატის დემოკრატი კონგრესმენი, ბარნი ფრანკი, რომელმაც გასული წლის ნოემბერში პოლიტიკური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თავის პარტნიორზე, ჯიმ რიდიზე ქორწინდება.
როგორც ფრანკის ოფისი იტყობინება, წყვილი ქორწინებას მაჩასუტესის შტატში გააფორმებს, სადაც 2004 წელს ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზება მოხდა.
როდის ჩატარდება საქორწინო ცერემონიალი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ 71 წლის კონგრესმენის პარტნიორი 42 წლის რიდი მენის შტატში ცხოვრობს და ფოტოლაბორატორიის მფლობელია.
ფრანკმა 1987 წელს, ერთ-ერთმა პირველმა ამერიკელი პოლიტიკოსებიდან აღიარა ჰომოსექსუალური მიდრეკილების შესახებ.
მან 2011 წელს პოლიტიკიდან წასვლისა და მშვიდი ცხოვრების სურვილის შესახებ განაცხადა.
მანვე 2011 წლის მარტში Reuters-ს განუცხადა, რომ აპირებს დაწეროს წიგნი სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვის მოძრაობის შესახებ.
ფრანკი კონგრესში პირველად 1980 წელს აირჩიეს. ის ფინანსური სექტორის რეფორმირების არაერთი ინიციატივის ავტორია.