საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიაზციის - "ექიმები საზღვრებს გარეშე" - ინფორმაციით, ლიბიის ქალაქ მისტრატაში მყოფ პატიმრებს აწამებენ. ინფორმაციას ამის შესახებ "CNN" ავრცელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის კრისტოფერ სტოიკის ინფორმაციით, ორგანიზაციის - "ექიმები საზღვრებს გარეშე" - თანამშრომლებმა 115 ამგვარ პატიმარს გაუწიეს დახმარება, რომლებსაც სხეულზე წამების კვალი ეტყობოდათ. მათი ინფორმაციით, პატიმრების უმრავლესობა ლიბიის მოკლული ლიდერის მუამარ კადაფის მომხრეები იყვნენ.
"ჩვენთან მოჰყავდათ პაციენტები დაკითხვების შემდეგ, რათა მათთვის სამედიცინო დახმარება გაგვეწია და შემდეგი დაკითხვისთვის გაეძლოთ. ამგვარი სიტუაცი დაუშვებელია. ჩვენი ამოცანააა, ომის მსხვეპრლთ სამედიცინო დახმარება გავუწიოთ და არა ვუმკურნალოთ ამა თუ იმ პაციენტებს დაკითხვებს შორის არსებულ შუალედში", _ აცხადებს სტოუკსი და აღნიშნავს, რომ "ექიმები საზღვრებს გარეშე" მისრატაში პატიმრების მიმართ წამების გამოყენების გამო მუშაობას წყვეტენ.
ახლახან ლიბიის ახლანდელი ხელისუფლების კრიტიკით ადამიანის უფლების დაცვის გაეროს უმაღლესი კომისარი ნავი პილლაიი გამოვიდა. მან განაცხადა, რომ სამხედრო ფორმირებებს, რომლებიც მუამარ კადაფის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ამჟამად ტყვედ, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ათასობით ადამიანი ჰყავთ. მისი ინფორმაციით, უკანონო პატიმართა რაოდენობა ლიბიაში დაახლოებით 8,5 ათასია.