ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების გაპროტესტების შემთხვევაში, ხელისუფლება ადელკვატური რეაქციისთვის მზადაა. როგორც საქართველოს პ[რეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ "ბი-ბი-სი-სთვისდ"მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, თუ საპროტესტო მიტინგი კანონის ფარგლებში ჩაივლის, ხელისუფლება არავითარ ზომებს არ მიმართავს.
"თუმცა თუ ვინმე შეეცდება სახელმწიფოში დესტაბილიზაციის მოწყობა, ჩვენ კვლავ კონსტიტუციის ფარგლებში ვიმოქმედებთ, თუმცა არავის მივცემთ უფლებას ქვეყანაში არეულობა შექმნას. Dდავიცავთ დემოკრატიას, სტაბილურობასა და ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდეს", _ განაცხადა ბურჯანაძემ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ხალხის საპროტესტო ტალღის გამოწვევა.
"ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის, ხოლო როცა ამას საერთაშორისო საზოგადოებაც აღნიშნავს, ოპოზიციას დიდი რაოდენობით ხალხის შეკრება ძალიან გაუჭირდება. შავარაუდოდ, ქუჩაში გავა ის, ვისაც ხელისუფლება იმდენად ძულს, რომ ცუდის მეტს ვერაფერს ხედავს და ის კატეგორია, ვინც დესტაბილიზაციის დაინტერესებულ ძალებთან არის ალიანსში", _ აცხადებს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.