აბუ-დაბიში ლუვრის ფილიალი 2015 წელს გაიხსნება, ხოლო 2017 წლის ბოლომდე ხელოვნური კუნძული აშენდება, ამის შესახებ განცხადება The Abu Dhabi Tourism Development and Investment Company-მ გააკეთა, რომელიც ახორციელებს პროექტს "მუზეუმების კუნძული".
როგორც გასული წლის ბოლოს გაჟღედა ლუვრის ფილიალის მშენებლობა გადაიდო, რაც სამშენებლო სამუშაოზე გამოცხადებული ტენდერის ჩავარდნას უკავშირდებოდა. თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ პრობლემის საფუძველი მაინც არასაკმარისი დაფინანსება იყო.
პროექტის საერთო ღირებულება 30 მლრდ. დოლარადაა შეფასებული