"თიბისი ბანკი" ანაბრების ბაზარზე ყველაზე დიდ წილს ინარჩუნებს. საქართველოში კერძო პირების ანაბრების 34% დღეს სწორედ თიბისი ბანკშია განთავსებული.
ანაბრების პორტფელის 615-მილიონიანი ზრდა, ბანკის სტაბილურობასა და სანდოობასთან ერთად, წარმატებულმა მარკეტინგულმა კამპანიებმაც განაპირობა - "იპოვე 10.000 დოლარი", "მოიგე 20.000 დოლარი" და სხვა. ამ კამპანიებს სერიოზული აღიარება ხვდა წილად მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალებზე: Eurobest Advertising Festival, Popok, Eurobest 2011, სადაც თიბისის ამ ქეისმა ვერცხლის და ოქროს პრიზები დაიმსახურა.
ანაბრების წარმატებული კამპანიის შედეგად, ნოემბერში "თიბისი ბანკის" ფიზიკური პირების ანაბრების პორტფელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
გარდა ამისა, 2011 წელს "თიბისი ბანკმა" გახსნა 5 ახალი ფილიალი; 19 ახალი ბანკომატით გააფართოვა ქსელი; სმარტკლუბის წევრებს საჩუქრად გადასცა 1,3 მილიონი ლარის ღირებულების სმარტქულები; დანერგა ახალი პროდუქტები: "პრაიმ ქარდი", "აი ქარდი";
2011 წელს ბანკმა ქველმოქმედების სახით გაიღო 1 მილიონ 30 ათასი ლარი და განახორციელა რამდენიმე მასშტაბური სოციალური პროექტი; შექმნა სოციალური მედიის ყველაზე მასშტაბური პროექტი ქართულ საბანკო სფეროში - დღეისთვის სოციალური ქსელის მომხმარებელთა ყველაზე დიდი წილი, 45% სარგებლობს "თიბისი ბანკის" გვერდებით Facebook -ზე.
"2011 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც "თიბისი ბანკის" 19-წლიანი ისტორიის კიდევ ერთი წარმატებული წელი, რაც წლის ბოლოს, აისახა საერთაშორისო რეიტინგებშიც: "Financial Times Group"-მა და მისმა ჟურნალმა "The Banker"-მა "თიბისი ბანკი" საქართველოში "წლის საუკეთესო ბანკად'' დაასახელეს. ჟურნალმა "Euromoney"-მ "თიბისი ბანკს" საქართველოში 2011 წლის საუკეთესო ბანკის" სტატუსი მიანიჭა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ "Fitch" "თიბისი ბანკის" სიცოცხლისუნარიანობის რეიტინგი B -იდან B+-მდე აამაღლა. თიბისი ბანკი 2011 წლის საუკეთესო ქართული ბანკია Deutsche Bank-ისა და Commerzbank-ის მონაცემებითაც.
2012 წელს თიბისი ბანკი 20 წლის ხდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დაიწყო პროექტი "20 წელი - 12 თვე", რომლის ფარგლებშიც, თიბისი ბანკი მომხმარებლებს 2012 წლის განმავლობაში ბევრ სიახლეს შესთავაზებს.