უკრაინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს დაცვამ დღეს უმაღლეს სპეციალიზებულ სასამართლოში საკასაციო სარჩელი შეიტანა. დაცვის მხარე იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებისა და ე.წ. გაზის საქმის განხილვას ეხება. განცხადება ამის შესახებ ტიმოშენკოს ადვოკატმა ალექსანდრე პლახოტნიუკმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშენკო კიევის პეჩორის სასამართლომ 2011 წლის ოქტომბერში 2009 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციასთან გაფორმებული გაზის კონტრაქტების დროს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით გაასამართლა და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კიევის სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი დეკემბრის შუა რიცხვებში ეს განაჩენი ძალაში დატოვა. დეკემბერშივე ტიმოშენკოს მხრიდან აღძრული სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შევიდა.
ამჟამად უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხარკოვში მდებარე კოლონიაში იხდის სასჯელს. ტიმოშენკომ და მისმა ადვოკატებმა ახლა დაიწყეს იულის ტიმოშენკოს დაქვემდებარებაში მყოფი კორპორაციის "უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემების" ფინანსური მაქინაციების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმის დეტალების გაცნობა. მისმა ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ კი განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის ვადა შესაძლოა 12 წლამდე გაიზარდოს.