ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ფარის შექმნისთვის ევროპაში 8-10 წელია საჭირო. ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ადერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა.
"ეს სისტემა რვიდან ათ წლამდე პარიოდში განვითარდება", _ განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიუსელში და აღნიშნა, რომ თუ მაისში ნატოს ჩიკაგოს სამიტზე გამოაცხადებენ ნატოს ევრპული "პროს" შესახებ, ეს "მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება".
შეგახსენებთ, რომ ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ფარის შექმნა ევროპაში 2010 წლის ნოემბერში ლისაბონში გადაწყდა.