აზერბაიჯანული ტელერადიოკომპანია "ANS"-ი საფრანგეთის სენატის მიერ სომხების გენოციდის კრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღების გამო ფრანგული კომპანია "Perrier"-ის მინერალური წყლების რეკლამირებაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ტელერადიოკომპანია ამას იმის მიუხედავად აკეთებს, რომ კომპანია "Perrier"-ი მისი ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გადაცემის ოფიციალური სპონსორია. ტელერადიოკომპანია კომპანია "Perrier"-თან თანამშრომლობაზე უარის თქმას ოფიციალურად აპირებს.