ჯულია რობერტსი ითამაშებს ლარი კრამერის პიესაში - "ჩვეულებრივი გული". ნაწარმოებში მოვლენები 80-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება. ეს ის პერიოდია, როდესაც შიდსის ეპიდემია მძვინვარებს. სპექტაკლის პრემიერა 1985 წელს ნიუ-იორკში გაიმართა. მოგვიანებით დადგმა ლოს-ანჯელესისა და ლონდონის მაყურებლებს აჩვენეს.
2011 წელს ბროდვეიზე "ჩვეულებრივი გულის" საპრემიერო ჩვენება შედგა, რომლის შემდეგ სპექტაკლი პრესტიჟული თეატრალური პრემიით "ტონი", ერთდროულად, სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა: საუკეთესო აღდგენილი ფილმი, მერეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი და მერეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი მამაკაცი.
ფილმს რეჟისორი რაიან მერფი გადაიღებს.
ფილმში "ჩვეულებრივი გული" რობერტსი ექიმ ემი ბრუკნერს ითამაშებს. გარდა ამისა, ფილმში მონაწილებას მარკ რუფალო და ალეკ ბოლდუინი მიიღებენ.