ქუთაისის 104-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამუნა ბობოხიძე და კომისიის მდივანი გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ. ინციდენტი 02:00 საათზე სასტუმრო "თბილისთან" მოხდა.
Kკომისიის თავმჯდომარესა და მდივანს მანქანით ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ბიულეტენები გადაქონდათ, რომლის დროსაც მათ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ტაქსი დაეჯახათ. მანქანა ამოტრიალდა, თუმცა ავარიას მსხვერპლი არ მოყოლია. Kკომისიის წევრები მცირე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ისინი სახლში იმყოფებიან. არ დაშავებულან ტაქსში მჯდომნი.
ქუთაისის 59-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თამჯდომარის მოადგილის, გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.