ჩინური წარმოშობის ამერიკელმა მწერალმა გელინ იანმა გადაწყვიტა სასამართლოში კომპანია Apple -ს ედავოს.
მწერლის უკმაყოფილება გამოიწვია ჩინური მაღაზიის App Store განყოფილებიდან გავრცელებული რამოდენიმე დანართი, რომელიც მისი ნაწარმოების არალიცენზირებულ ასლს შეიცავს.
როგორც იუწყებიან, მწერლის ქმარმა, ლოურენს უიკერმა, 16 იანვარს წერილი გაუგზავნა Apple, სადაც მისი მეუღლის მიმართ საავტორო უფლებების დარღვევის გამო გამოხატა უკმაყოფილება. გარკვეული დროის შემდეგ მან მიიღო პასუხი, სადაც დანართის შემმუშავებელთა სახელები და მათი პირადი ინფორმაცია იყო მოცემული. მოგვიანებით უიკერმა დანართის ერთ-ერთი შემქმნელისგან ბოდიშის წერილი მიიღო.
დანართი, რომელიც გელინ იანის 9 წიგნს შეიცავდა, ამოიღეს. თუმცა Aპპლე არც მწერალს და არც მის ქმარს არ დაკავშირებია. ამიტომ მწერალმა გადაწყვიტა,რომ თუ 27 იანვრამდე კომპანია საკუთარი მაღაზიიდან ყველა დანართს მისი წიგნებიდან არ ამოიღებს, ის მათ აშშ-ს სასამართლოში უჩივლებს.
გელინ იანი ცნობილია, როგორც ავტორი რომანისა "13 ქალი ნანკინიდან", რომელიც საფუძვლად დაედო რეჟისორ ჩჟან იმოუს ფილმს "ომის ყვავილები".ფილმში მთავარი როლი ამერიკელმა მსახიობმა Kკრისტიან ბეილმა შეასრულა. "ომის ყვავილები" ნომინირებულია "ოსკარზე".