თურქულმა მედიამ ძალიან მძაფრად, თუ არა ისტერიულად მოახდინა რეაგირება საფრანგეთის სენატის მიერ სომხების გენოციდის კრიმინალიზაციის კანონპროექტის მხარდაჭერის გამო.
თურქული მედია ამტკიცებს, რომ სომხური მსხვერპლის რაოდენობა "გაზვიადებულია" და რომ "დაიღუპა მხოლოდ 400 -500 ათასი ადამიანი" და არა 1,5 მილიონი.
ამას გარდა, წამყვანმა თურქულმა გაზეთებმა თავიანთი რისხვა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიმართ წარმართეს, რომლის პარტიამაც ამ კანონპროექტს მხარი დაიჭირა. წამყვანი თურქული გაზეთი "Hurriyet" წერს სტატიას სახელწოდებით "სარკოზიმი დემოკრატია გამოშიგნა", მეორე გაზეთი "Sozcu"-ი კი საფრანგეთის პრეზიდენტს არც მეტი არც ნაკლები - თავად სატანას უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს, იმისათვის რათა მან კანონის ძალა შეიძინოს პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ კანონპროექტს ხელი ორი კვირის ვადაში უნდა მოაწეროს. ამის შემდეგ კი საფრანგეთის ტერიტორიაზე სომხების გენოციდის უარყოფის ფაქტი 1 წლით თავისუფლების აღკვეთითა და 40 ათასი ევროს ჯარიმის ოდენობით განისაზღვრება.