გარემოსდაცვით ზოგიერთ ნორმასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაცია მოხდა. არსებული რეგულაციით, წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე; ასევე წიაღით უკანონოდ სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე; თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა ტუსაღობით ვადით ორ თვემდე; უკანონო ნადირობა -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ამასთან, ხებუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და დაცული ტერიტორიის რეჟიმის დარღვევა - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვილბების თანახმად კი აღნიშნული დარღვევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგბლობა არ დაეკისრება, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში პირი გადაიხდის დაკისრებულ თანხას, ან ამავე ვადაში დაიდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნორმა არ ვრცლდება იმ პირებზე, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი დანაშული უკვე განმეორებითაც აქვთ ჩადენილი.
გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ პირს პასუხისმგებლობა არდაკისრა და მის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის მიღებიდან ან გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმების დადებიდან 2 წლის განმავლობაში იმავე ქმედების ხელახლა ჩადენს მასზე შეღავათები აღარ გავრცელდება.