პერუელმა მწერალმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურის დარგში მარიო ვარგას ლოსამ, უარი განაცხადა სათავეში ჩაუდგეს სერვანტესის ინსტიტუტს. ვარგას ლოსა უკვე მეორედ ამბობს უარს აღნიშნულ შემოთავაზებაზე.
18 იანვარს ვარგას ლოსამ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ გარსია-მარგალოსგან მიიღო ანალოგიური წინადადება. მოგვიანებით , მწერალს ინსტიტუტის ხელმძღვანელობა ესპანეთის მეფემ ხუან კარლოს I შესთავაზა. ესპანეთში მიიჩნევენ, რომ ვარგას ლოსა იქნებოდა იდეალური კანდიდატურა, საზღვარგარეთ ესპანური ენის განვითარების საქმეში.
ვარგას ლოსა ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან წერილობით მიმართა ესპანეთის მთავრობას.
პირველად ვარგას ლოსამ უარი ინსტიტუტის ხელმძღვანელობაზე 1996 წელს განაცხადა. მაშინ, თანამდებობა მწერალს პრემიერ მინისტრმა, ხოსე მარია ასნარმა შესთავაზა.
მარიო ვარგას ლოსა 1993 წლიდან ესპანეთის მოქალაქეა. ნობელის პრემია მწერალმა 2010 წელს მიიღო. იგი ასევე არის სერვანტესის სახელობის პრემიის ლაურეატი.
ვარგას ლოსა XX საუკუნის წამყვან ლათინოამერიკელ მწერლებს მიეკუთვნება ბორხეს, გარსია მარკესა და კორტასართან ერთად.