მაკა მახარაძე სერიალში გადაიღეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა განუცხადა, კომედიური ჟანრის სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ის ერთ-ერთი გმირის დედას თამაშობს.
"მიმიწვიეს სერიალში, სადაც დედის როლი მქონდა. როგორც ვიცი, სცენარი ყოველ გადაღებამდე იცვლება და შეიძლება ეს ერთჯერადი გადაღება იყოს, მაგრამ იმდენად მომეწონა გარემო, თუ კიდევ მიმიწვევენ, სიამოვნებით დავთანხმდები", - განაცხადა მახარაძემ.
სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გადის და რეჟისორი გიორგი ლიფონავაა. საპნის ოპერის სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანია.
სერია, რომელშიც მაკა მახარაძე იღებს მონაწილეობას, ეთერში 28 იანვარს გავა.