რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ მისი ასაკი არც ისე სერიოზულია, რომ მან მომავალში პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს.
"მე არასოდეს მითქვამს, რომ კენჭისყრაში მეტი არასოდეს მივიღებ მონაწილეობას და ჩემს კანდიდატურას არ დავაყენებ. შეგახსენებთ, მე მხოლოდ 46 წლის ვარ - ეს არცთუ ისე სერიოზული ასაკია იმისათვის, რომ უარი ვთქვა მომავალში პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობის მიღებაზე", _ განაცხადა მედევდევმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ამჟერად მან მართლაც გადაწყვიტე, რომ ჩემი კანდიდატურა არ დავაყენო "და ეს პოლიტიკური მოსაზრებების გამო გავაკეთე, თანაც მიმაჩნია, რომ ორი ადამიანი, რომლებიც ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდნენ და წინ უნდა წავიდეს ის, ვისაც მოცემულ მომენტში გამარჯვების ცოტა უფრო მეტი შანსი აქვს", _ აცხადებს მედვედევი.
"ასეა ეს თუ არა, ამას მარტის არჩევნები გვაჩვენებს", _ აცხადებს იგი.