რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმედოვნებს, რომ "გაუცხოების ხაზი" ქართველ ხალხთან ურთიერთობებისა მალე დასრულდება, მაგრამ ამისათვის საქართველოს ხელისუფლების მიერ შემხვედრი ნებიჯების გადადგმა იქნება საჭირო. ამასთან ერთად რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის მიმართ თავისი აზრი არ შეუცვლია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ. ჩვენ ხომ არ გაგვიწყვეტია ისინი. ჩემთვის არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვისთანაც მე საქმის დაჭერა არ მინდა. მე მას არც შევხვდები და არც ხელს ჩამოვართმევ", _ განაცხადა მედვედევმა.
"რაც შეეხება ქართველ ხალხს მთლიანობაში, მე ძალიან მინდა, რომ ეს გაუცხოების ხაზი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რა გავაკეთეთ ბოლო დროის განმავლობაში: ავიასატრანსპორტო მიმოსვლა დავიწყეთ. ახლა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების ფარგლებში საქონლის უფრო ენერგიული გაცვლა-გამოცვლა იქნება, ამიტომაც ადამიანური ურთიერთობები უნდა გავამარტოვოთ, თუმცა ამისათვის აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შემხვერდი მოქმედებები განხორციელდეს", _ აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, 26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამუკიდებლობა აღიარა.