ბრაზილია წლის ულამაზესი მოვლენის - კარნავალის მოლოდინშია. ყველაზე ლამაზი, ყველაზე ცხელი და ყველაზე ემოციური კარნავალი ბრაზილიაში 20 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვით გაიმართება. კარნავალთან დაკავშირებით, ავიაკომპანიებმა და ტურისტულმა სააგენტოებმა სპეციალური ტურპაკეტების გაყიდვა უკვე დაიწყეს. კარნავალის პერიოდში რიო დე ჟანეიროში მილიონობით უცხოელ ტურისტს ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილია კარნავალისთვის და ტურისტების მისაღებად მთელი წლის განმავლობაში ელოდება. ბრაზილიის მთავრობას უკვე გაწერილი აქვს კალენდარი, რომლის მიხედვითაც უკვე დადგენილია 2040 წლის ბოლომდე თუ კონკრეტულად რომელ თარიღებში გაიმართება წლის ულამაზესი მოვლენა. კარნავალზე ბრაზილიის ქორეოგრაფიული სკოლები ერთმანეთს ეjიბრებიან და ცდილობენ კარნავალზე მათი სკოლა უკეთ წარდგეს, როგორც ცეკვებით ასევე იმ სამოსითა და აქსესუარებით, რომელიც ასე აღაფრთოვანებს მთელს მსოფლიოს.