ვაშინგტონში დარწმუნებულები არიან, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში აშშ მასთან თანამშრომლობასა და მუშაობას შეძლებს. ეს განცხადება რუსეთში აშშ-ს ელჩმა მაიკლ მაკფოლმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" ავრცელებს.
"რაც შეეხება პუტინის პიროვნებას როგორც პრემიერ-მინისტრისას, შემიძლია ვთქვა შემდეგი რამ: უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტი ობამა მას შეხვდა, სადილი სამი საათი გაგრძელდა - ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საუბარი, რომელიც ბარაკ ობამას წარუმართავს მსოფლიოს ლიდერებიდან ვინმესთან. საუბარი შეეხო ყველაფერს რაც კი ამქვეყნად არსებობს და არა მხოლოდ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებს", _ აცხადებს ელჩი და აღნიშნავს, "აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც შეხვედრია ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ვიზიტის დროს. სარშან კი მას ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი შეხვდა და ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა პრემიერთან", _ აცხადებს მაკფოლი.
"ასე რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთიბების დამყარება და ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ მიზეზს იმისა, რომ ეს ურთიერთობები შეწყდეს იმ შემთხვევაში თუკი მას პრეზიდენტიად აირჩევენ.
ჩვენი ბანქო მაგიდაზეა - ჩვენ გულწრფელად ვამბობთ, რომ ჩვენ გადატვირთვის მიღება გვინდა. ვინც არ უნდა აირჩიორ რუსეთის მომდევნო პრეზიდენტად, მან უნდა გადაწყვიტოს სურს მას გადატვირთვა თუ არა", _ ხაზგასმით აღნიშნავს ელჩი.
ამასთან ერთად იგი ასევე ამბობს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაშო ვლადიმერ პუტინი პოლიტიკიდან არ წასულა. "ამიტომაც მესამე მიზეზი რომლის გამოც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მასთან მუშაობას შევძლებთ, არის ის, რომ იგი მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთის პოლიტიკური გუნდის წევრი იყო", _ აცხადებს ელჩი.