თურქეთი თავისი ტერიტორიიდან ირანის წინააღმდეგ მიმართულ ნებისნიერი სახის სამხედრო ოპერაციების ჩატარებას გამორიცხავს. ეს განცხადება რუსეთში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუტოღლუმ გააკეთა.
"ნატოს ფარგლებში ჩვენ იმის წინააღმდეგი ვართ, რომ ჩვენს მეზობლად მდებარე რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ზომები იქნეს მიღებული იქნება ეს რუსეთი თუ თურქეთი. ირანთან საზღვარი - ეს მშვიდობის საზღვარია და იგი ასეთად დარჩება კიდეც", _ განაცხადა მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ თურქეთს არასოდეს უმუშავია მათთან კონტაქტში, ვისაც "მეზობელი სახელმწიფოებისათვის ზიანის მიყენება უნდა".
მასალის გამოყენების პირობები