მოსკოვის მერიამ, ქალაქის ცენტრში 4 თებერვალს მსვლელობის ჩატარებაზე ოპოზიაციას უარი უთხრა და აქციის ჩატარებისათვის სულ სხვა მარშრუტები შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მოსკოვის რეგიონალური უსაფრთხოების დეპარტამენთის ოფიციალურ პასუხში საუბარია სულ სხვა ქუჩებსა და ადგილებზე, სადაც ოპოზიციას აქციის ჩატარება შეუძლია.
დეპარტამენტის ოფიციალური პასუხი ოპოზიციონერმა ევგენია ჩირიკოვამ ინტერნეტში განათავსა , სადაც აღნიშნულია, რომ მსგავსი მარშრუტები აქციისა და მსვლელობოს ორგანიზატორებს აქციის ჩატარების ადგილად არც კი განუხილავთ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ოპოზიცია მიმდინარე წლის 4 თებერვარს მორიგი მასობრივი საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ემზადება.