გვარდიის სამმართველოს ყოფილი შენობის ნანგრევებში მაშველები ორ დაკარგულ მუშას ამ დრომდე ეძებენ.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურიის ინფორმაციით, ნანგრევების გაწმედითი სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება, თუმცა 2 დაკარგული ადამიანის პოვნა ვერ ხერხდება.
სამაშვერლო სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, დადგენილია სავარაუდო არეალი და ძებნა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გვარდიის სამმართველოს შენობა გუშინ ჩამოინგრა, სადაც 4 მუშა მოყვა.
მაშველებმა 2 გარდაცვილი ადამიანი გუშინვე იპოვეს თუმცა ორი მუშის ძებნა ისევ გრძელდება.
9 სართულიანი გვარდიის სამმართველოს შენობა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. მოგვიანებით ის იუსტიციის სამოქალაქო რეესტრს გადაეცა და შენობას სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა.