რუსუდან ფეტვიაშვილი პარიზში გამოფენას აწყობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მხატვარმა განუცხადა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მისი ძველი და ახალი ნამუშევრები.
"პარიზში დაგეგმილი მაქვს გამოფენა, სადაც ჩემს ახალ ნამუშევრებთან ერთად ძველ ნახატებსაც გამოვფენ. ნაწილი შვეიცარიაში მაქვს და ნაწილი საქართველოში, ეს ყველაფერი უნდა შევკრა და გამოვფინო პარიზში. გალერეაში საინტერესო და მნიშვნელოვან დამთვალიერებლებს ველოდები", - განაცხადა ფეტვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსუდან ფეტვიაშვილმა გალერეა ბათუმში 2011 წლის ზაფხულში გახსნა. "ფეტვიაშვილის გალერეა მოდელია იმისა, რა უნდა იყოს ახალი საქართველოს და ახალი ბათუმის სახე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ფეტვიაშვილის გალერიისა და არტკაფეს გახსნისას განაცხადა.