ახალი საწარმოს მშენებლობისთვის აჭარის მთავრობა ინვესტორს ეძებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონულ აუქციონზე უკვე გამოიტანა
ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 3032,72 კვ.მ. შენობა-ნაგებობი და მასზე მიმაგრებული 22 606 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ღირებულებაც 680 ათასი ლარია. აუქციონი კი 8 თებერვლისთვისაა ჩანიშნული.
პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2013 წლის 20 დეკემბრამდე მოახდინოს და იმავდროულად, შექმნას და აამოქმედოს საწარმო და მისი ამოქმედებიდან მომდევნო 2 წლის განმავლობაში კი არანაკლებ 50 მოქალაქე დაასაქმოს. ინვესტორი ვალდებულია ასევე პროექტის განხორციელებაში არანაკლებ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.