ეკა მამალაძის სოლოკონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10-იდან 30 ლარამდე იქნება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა განუცხადა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნანი ბრეგვაძე, ნატალია ქუთათელაძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვატო კახიძის ხელმძღვანელობით.
"უკვე დავგეგმე დღე, როდესაც სოლოკონცერტს გავმართავ და ახლა პროგრამაზე ვმუშაობ. იქნება როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერები. საღამოზე ნანისთან და ნატალიასთან დუეტებსაც შევასრულებ", - განაცხადა მამალაძემ.
ეკა მამალაძის შემოქმედებითი საღამო 2 თებერვალს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.
ბილეთების გაყიდვა 27 იანვრიდან დაიწყება.
ცნობისთვის, მამალაძემ ახალი ალბომი "სიყვარულზე მიამბე" გამოუშვა, რომელშიც კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სეფისკვერაძის 13 სიმღერაა შესული.