"ლეიბორისტული პარტია" 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძის გამარჯვებას აღიარებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნესტან კირთაძემ განუცხადა.
კირთაძის თქმით, ყველა მონაცემით არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს ლევან გაჩეჩილაძე, რომელსაც პროცენტულად მოსდევს შალვა ნათელაშვილი და მიხეილ სააკაშვილი.
"ჩვენ უკვე გვაქვს ყველა საუბნო მონაცემი, რომელზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებში ლევან გაჩეჩილაძემ გაიმარჯვა. მას მოსდევს შალვა ნათელაშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ის რაც შემოგვთავაზეს ე.წ. ეგზიტპოლების სახით იყო სრული ცინიზმი. ფაქტი ერთია _ მიხეილ სააკაშვილმა 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ტოტალური მარცხი განიცადა, რაც ქართველი ხალხის დამსახურებაა. დარწმუნებული იყოს ყველა, რომ ქართველები ამ გამარჯვებას არვის დაუთმობენ", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნესტან კირთაძემ.