ნაციონალური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდაჭერებს სიტყვით მიმართა, რომლებიც ეგზიტპოლის შედეგების გამოცხდების შემდეგ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეიკრიბა და გამარჯვებას ზეიმობდა.
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს. მისი თქმით, ეგზიტპოლის მიხედვით გამარჯვების მიუხედავად, როგორც ყველაზე დემოკრატიული პარტია ცესკოს მონაცემეს დაელოდებიან.
"დამოუკიდებელი ეგზიტოპლის შედეგად ფიქსირდება ჩვენი გამარჯვება არჩევნების პირველ ტურში, თუმცა როგორც ყველაზე დემოკრატიული პარტია უნდა დაველოდოთ ცესკოს მომაცემებს", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია გამჭვირვალე, სამართლიანი და პატიოსანი არჩევნების ჩატარება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ეს იყო ყველაზე გამჭვირვალე და კონკურენტიანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში და საქართველომ ეს გამოცდა ხუთიანზე ჩააბარა.
"ხელს ვუწვდით ყველას, ვინც ხმა მოგვცა და ვინც არ მოგვცა. მე ვაპირებ ყველასთან ერთად ვიბრძოლო. იმასთანაც ვინც გვეთანხმება და იმასთანაც ვინც არ გვეთანხმება. ჩვენ გვაქვს ერთი ამოცანა და ერთი მიზნები და ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ყველას მეგობრობის ხელს ვუწვდი ჩვენი ეროვნული მიზნების მისაღწევად".