საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიერვე განხორცილებული საკონსტიტუციო ცვლილბების მძევალი აღმოჩნდა. ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის" თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ექსპერტების მოსაზრებები, რომ სააკაშვილი მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში შეიძლება ვიხოლოთ, სავარაუდოდ არ გამართლდება, რადგან მისი გადადგომა დიდ გაუგებრობას გამოიწვევს და დომინოს პრინციპი ამუშავდება.
„მას ახლა შედეგი არა აქვს გარანტირებული და რისკზე არ წავა. მიუხედავად იმისა, რომ მოლაშხიასნაირი ნაციონალები ოცნებობენ მათ საარჩევნო სიას სააკაშვილი ჩაუდგეს სათავეში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილი აღმოჩნდა მძევალი საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომელიც ბევრად უფრო ადრე განახორციელდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა ასპარეზზე", - განაცხადა ცაგარეიშვილმა და აქვე დასძინა, რომ სააკაშვილმა თავის სატელიტ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ კონსტიტუციით პოლიტიკური პოზიციები გაემყარებინა.
„ეს ცვლილებები კონსტიტუციაში მთლიანად მორგებული იყო ერთი ადამიანის პოლიტიკურ მომავალზე. 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ამიტომაა, რომ ერთი გუნდის წარმომადგენლები აკეთებენ სხვადასხვა განცხადებებს. სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის წიკლაურების, ხაბაზების, მალაშხიების ხერხეულიძეების, კუბლასვილების ბედისწერა და მაოხრებელი მკვდარი", - მიაჩნია დეპუტატს.
მისივე შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობის" წევრები წარსულის პოლიტიკოსები არიან, რასაც მალე არჩევნებზეც გამოჩნდება.
„ჩვენი მთავრი ამოცანაა ეს ხალხი ჩაბარდეს წარსულს და ამისთვის ყველა კანონიერ და საკონსტიტუციო საშულალებას გამოვიყენებთ", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.