პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის საარჩევნო შტაბში ეგზიტპოლის შედეგებს არ ეთანხმებიან.
როგორც ნესტან კირთაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, "საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი ოპოზიციონერი ელექტორატია, რის გამოც წარმოუდგენელია სააკაშვილს ხმების 52 პროცენტი მიეღო".
ნათელაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი გუგავას განცხადებით, ეგზიტპოლის მონაცემები ხელისუფლების ასახავს და რეალობას არ შეესაბამება.
"მოსახლეობა ამ გაყალბებას და უსამართლობას არ მოითმენს და ქვეყანაში მოვლენები შეუქცევად ხასიათს მიიღებს", _ განაცხადა კირთაძემ
"ლეიბორისტების" თქმით, მათი წინასწარი მონაცემებით, ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთისა და ჩოხატაურის რაიონებში შალვა ნათელაშვილი ლიდერობს.
გუგავას განცხადებით, ნათელაშვილი პირველ კომენტარს ცესკოს მიერ ხმების დათვლის პირველადი მონაცემების შემდეგ გააკეთებს.