პროექტის, "ეგზიტპოლი 2008-ის" მიერ განხორციელებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, პლებისციტის კითხვაზე "თანახმა ხართ თუ არა, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს", გამოკითხული რესპოდენტების 63,6-მა პროცენტმა მხარი საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას დაუჭირა. 15,6 პროცენტს არჩევნების ჩატარება შემოდგომაზე ურს, ხოლო 20,8 პროცენტმა პასუხის გაცემა არ მოისურვა.
სულ გამოიკითხა გამოიკითხა 9ათას 846 რესპოდენტი. მათგან 7102-მა ითანამშრომლა ეგზიტოლთან, 28 პროცენტმა კი პასუხის გაცემა არ მოისურვა.
პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა პლებისციტი. სასურველი კანდიდატის შემოხაზვის გარდა, მოსახლეობამ კიდევ 2 კითხვას უპასუხა. პირველი-"უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში" და მეორე-"თანახმა ხართ თუ არა, რომ პარლამენტის მორიგი არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს".
შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პარალელურად მთელი საქართველოს მასშტაბით ეგზიტპოლი ჩატარდა. წარმომადგენლები ყოველ მე-9 ამომრჩეველს უტარებდნენ გამოკითხვას. პროექტს კოორდინირებას უწევდნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი.
პროექტი დააფინანსესს საზოგადოებრივი მაუწყებელმა, ტელეკომპანიებმა "მზემ", "რუსთავი 2"-მა და აჭარის ტელევიზიამ.