წმინდა ნინოს შესახებ ფილმის გადაღება გაზაფხულზე იწყება. უკვე ცნობილია, რომ პირველ ნაწილს იტალიაში გადაიღებენ. ამ დრომდე არ არის დამტკიცებული მსახიობი მთავარ როლზე, რომელმაც წმინდა ნინო უნდა განასახიოროს, თუმცა რეჟისორის თქმით, ეს ხელს არ შეუშლის გადაღებების დასაწყებად.
"ფილმის მთავარ როლზე არავინ არის არჩეული. პირველი ნაწილი, სადაც ნინო არ ღებულობს მონაწილეობას იმის გადაღებას იტალიაში ვაპირებთ. მოვილაპარაკეთ იტალიელებთან, შევარჩიეთ ადგილები, სადაც გადავიღებთ. რაც შეეხება კასტინგს, მე ვნახე რამდენიმე კარგი გოგონა, ვარჩევთ ტიპაჟებს და შემდეგ დავუკავშირდებით და გადავწვეტთ საბოლოოდ ვის დავნიშნავთ მთავარ როლზე", - განაცხადა ფილმის რეჟისორმა გია კერესელიძემ.
პარალელურად შემოქმედებითი ჯგუფი ზაფხულში, თბილისში ჩატარებული კასტინგის შედეგად წმინდა ნინოს როლის შემსრულებელს შეარჩევს. იტალიის გარდა გადაღებები სხვა ქვეყნებშიც არის დაგეგმილი, ძირითად ნაწილს კი საქართველოში გადაიღებენ.