ფინეთში სოციალ-დემოკრატ ტარია ჰალონენის 12-წლიანი მმართველობის შემდეგ ახალ პრეზიდენტს ირჩევენ.
ფინეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 4.4 მილიონ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 8 კანდიდატს შორის მოუწებს. გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი პრო-ევროპელ პოლიტიკოსს „ეროვნული კოალიციური პარტიიდან", საული ნიინისტოეს აქვს. მაღალი რეიტინგი აქვს „მწვანეებს" კანდიდატს პეკკა ჰაავისტოსაც. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ფინეთში კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს ექვს წელში ერთხელ ირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები