პროექტი "ეგზიტპოლი 2008-ის" მიერ განხორციელებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში 53,8%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდტმა მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.
სულ გამოიკითხა გამოიკითხა 9ათას 846 რესპოდენტი. მათგან 7102-მა იტანამშრომლა ეგზიტოლთან, 28 პროცენტმა კი პასუხის გაცემა არ მოისურვა.
ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, ლევან გაჩეჩილაძე 28,3%, არკადი პატარკაციშვილი 4,2%; დავით გამყრელიძე 5,6%, შალვა ნათელაშვილი 3,6%; მიხეილ სააკაშვილი 53,8%; გია მაისაშვილი 0,9%; ირინა სარიშვილი 0,4%.
არც ერთი კანდიდატის სასარგებლოდ 0,9%
შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პარალელურად მთელი საქართველოს მასშტაბით ეგზიტპოლი ჩატარდა. წარმომადგენლები ყოველ მე-9 ამომრჩეველს უტარებდნენ გამოკითხვას. პროექტს კოორდინირებას უწევდნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი.
პროექტი დააფინანსესს აფინანსებენ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანიები "მზე", "რუსთავი 2" და აჭარის ტელევიზია.