ნიანგმა ინდონეზიაში 10 წლის გოგონა შეჭამა. რეპტილია გოგონას თავს მაშინ დაესხა, როდესაც იგი მდინარის ნაპირზე თამაშობდა. ინფორმაციას ამის შესახებ "Sydney Morning Herald"-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მდინარის სანაპიროზე მამასთან ერთად იმყოფებოდა. როდესაც გოგონა წყალში შევიდა იმისათვის რათა ებანავა უცბად ნიანგი გამოჩნდა. რეპტილია ძალიან დიდი ზომის იყო, მან პირი სტაცა ბავშვს და გაუჩინარდა.
სამი საათის შემდეგ გოგონას ნათესავებმა გოგონას ტანსაცმელი იმ ადგილიდან 200 მეტრის დაშორებით აღმოჩინეს სადაც მას თავს ნიანგი დაესხა. ამჟამად ნათესავები გოგონას ცხედრის პოვნას ცდილობენ.
მასალის გამოყენების პირობები