ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში დაბანაკებულ ბოევიკების საცეცხლე წერტილებზე იერიში ამ დილით მიიტანეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმა იყო პასუხი ღაზას ტერიტორიიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვაზე. პალესტინის რაიოსადგური კი იუწყება, რომ ავიადარტყმის შედეგად არავინ დაზარალებულა.