დღეს, 21 იანვარს, 18:00 საათზე, კინოს სახლში (ძმები კაკაბაძეების 2) გაიმართება არტსაღამო.
საღამო ორ განყოფილებად ტარდება. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება პოეტებისა და არტისტების, გიორგი ბუნდოვანისა და მარიკა ჟორჟოლიანის პოეზია. პოეტების ლექსებს საკუთარი მუსიკით გააფორმებს არტისტი შალვა გალაგონი.
საღამოს მეორე ნაწილი დაეთმობა მულტიმედია არტჯგუფ "სტიგმატის" 2-3 ახალი მინიარტფილმს (კინოპოეზია/Film-Poetry!). "სტიგმატის" არტისტი ალფრედ კარკლინისი "სტიგმატის" ერთ-ერთი ფილმის ჩვენების ფონზე წაიკითხავს არსენი ტარკოვსკის ლექსებს.