5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდა, _ ამის შესახებ განცხადება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარემ, ლევან თარხნიშვილმა გააკეთა.
თარხნიშვილის თქმით, არჩევნები შეიძლება ცალსახად დადებითად შეფასდეს, ვინაიდან მთელი დღის განმავლობაში სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
"არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდა. რაც შეეხება შედეგებს.
მათ შესახებ ინფორმაცია დღეს 24:00 საათიდან პერნამენტულად გამოქვეყნდება.
წინასწარი შედეგები 6 იანვარს 8-დან 9 საათამდე გახდება ცნობილი. საბოლოო
შედეგები კი 8 დღის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა მანამდე მოხდება
შემოსული საჩივრების განხილვა, რისთვისაც კანონმდებლობით 4 დღის ვადაა
დაწესებული", _ განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, ლევან თარხნიშვილმა.