მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორმა გია ნოდიამ 16:00 საათისთვის არსებული ეგზიტპოლის შედეგები წარმოადგინა.
გამოიკითხა 7378 რესპოდენტი.
შედეგების მიხედვით, ლევან გაჩეჩილაძე 28,5%, არკადი პატარკაციშვილი 6,0%; დავიტ გამყრელიძე 3,6%, შალვა ნათელაშვილი 5,5%; მიხეილ სააკაშვილი 52,5%; გია მაისაშვილი 0,8%; ირინა სარიშვილი 0,4%.
არც ერთი კანდიდატის სასარგებლოდ 0,9%
შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პარალელურად მთელი საქართველოს მასშტაბით ეგზიტპოლი ჩატარდა. წარმომადგენლები ყოველ მე-9 ამომრჩეველს უტარებდნენ გამოკითხვას. პროექტს კოორდინირებას უწევდნენ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი.
პროექტი დააფინანსესს აფინანსებენ საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანიები "მზე", "რუსთავი 2" და აჭარის ტელევიზია.