რუსული მხარე აღიარებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიული ძეგლების რესტავრაცია არასწორად ხორციელდება. ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა ატრიბუციისა და მონიტორინგის სამართველოს უფროსმა გიორგი გაგოშიძემ განაცხადა.
გაგოშიძის თქმით, მუზეუმების საერთაშორისო ორგანიზაციის რუსული ბიუროს ანგარიშში აღნიშნულია, რომ ილორის მონასტერი ნამდვილად შეთეთრებულია და ის უნდა მოსცილდეს, ასევე ის გუმბათი არ არის ავთენტური და ისიც უნდა მოშორდეს.
"ანალოგიური ვითარებაა დრანდას ეკლესიაში. უძველეს სანათლავზე დაადგეს რკინა-ბეტონის სანათლავი, რომელმაც პირვანდელი ძეგლი დააზიანა და აღნიშნავენ, რომ ესეც დასანგრევი და გამოსასწორებელია", - აღნიშნა გაგოშიძემ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ აღნიშნა, რომ „ მუზეუმების საერთაშორისო ორგანიზაციის რუსული ბიუროს დოკუმენტი აღიარებითი ჩვენებაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისტორიული ძეგლების განადგურებისა და დაზიანების შესახებ.