კანადიდან, ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი რუსი დიპლომატი გამოაძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ ტელეარხ "სი-ტი-ვი"-ზე დაყრდნობით "ბი-ბი-სი" ავრცელებს. კანადის ტელეარხი ორი მათგანის ვინაობას ასახელებს. ერთი მათგანი სამხედრო ატაშეს თანაშემწე პოდპოლკოვნიკი დიმიტრი ფედორჩატენკო და ატაშე კონსტანტინე კოლპაკოვია.
ინფორმაცია დიპლომატების გამოძევების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც ჰალიფაქსში (პროვინცია ახალი შოტლანდია) რუსეთისათვის საიდუმლო მონაცემების გადაცემის ბრალდებით კანადის ფლოტის უმცროდი ლეიტენანტი ჯეფრი პოლ დელაილი დააკავეს.
რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები ოტავაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ არ არის მზად ამის შესახებ რაიმე სახის კომენტარი გაკეთოს.
სასამართლოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად დელაილი მონაცემების გადაცემას 2007 წლის ივლისიდან 2012 წლის იანვრამდე ახორციელებდა. ექსპერტების მონაცემებით, ბრალდებულის მიერ გადაცემული ინფორმაცია შესაძლოა კანადის სამხედრო ფლოტისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მათი მოკავშეების გადაადგილებას ეხებოდა.
ბრალდებულს 5 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე ემუქრება.