საფრანგეთი ფრანგი სამხედროების დაღუპვის შემდეგ ავღანური არმიის მომზადებაში მონაწილეობას წყვეტს, - განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გააკეთა.
ავღანეთში ოთხი ფრანგი სამხედრო ავღანურ ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა მოკლა. ინციდენტი ქაბულის ახლოს მოხდა, რომლის დროსაც გარდა დაღუპულებისა 16 ფრანგი სამხედრო დაიჭრა.
საპრანგეთის პრეზიდენტი ამ ფაქტს "მიუღებელს" უწოდებს და შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთის არმიის წარმომადგენელმა ფრანგ ჯარისკაცებს ესროლა. მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავღანეთში იმყოფება. მამაკაცი რომელსაც ავღანური სამხედრო ფორმა ეცვა და სამხედროებს ესროდა დაპატიმრებულია.