ავღანეთის ნაციონალური არმიის ჯარისკაცმა კაპისას პროვინციის ქალაქ ტაგაბაში ფრანგ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა. აღნიშნული ინციდენტის დროს 4 ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა.
ავღანელი ჯარისკაცი ფრანგმა ჯარისკაცებმა დააკავეს.
"ეს ტრაგიკული ინციდენტი, სამწუხარო და შემზარავია ჩვენთვის და მთლიანად ნატო-სთვის", - განუცხადა BBC-ს ნატო-ს ოფიციალურმა პირმა.
მასალის გამოყენების პირობები