ირანის უმაღლესმა სასამართლომ კანადაში მცხოვრებ ირანელს პორნოგრაფიული ხასიათის ინტერნეტ-გვერდების შექმნისათვის სასჯელის უმაღლესი ზომა ძალაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "AFP" ავრცელებს.
განსასჯელის ადვოკატის შადი სადრას ინფორმაციით, სასამართლოს ვერდიქტი, რომელიც სავარაუდოდ 2011 წლის ივნისში იყო ანულირებული კვლავ ძალაში შევიდა. ეს ინფორმაცია ადვოკატმა სიკვდილმისჯილის დისგან მიიღო.
ირანის უმაღლესმა სასამართლომ 36 წლის პროგრამისტს განაჩენი ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში გამოუტანა. სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ მან "თავისი მოქმედებებით ისლამის ღირსება შეურაცხყო".
2008 წელს მალიკპური დააპატიმრეს, მაშინ როდესაც იგი ირანში მომაკვდავ მამასთან გამოსამშვიდობებლად ჩავიდა. კანადის მთავრობისა და იქ მოქმედი უფლებების დამცველი ორგანიზაციების მოთხოვნებმა დაპატიმრებულის გათავისუფლების შესახებ შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერდიქტი გააუქმეს.