ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი ვალია მსოფლიო ირანის საეჭვო აქტიურობის შესახებ გააფრთხილოს და ატომური ბომბის შექმნის გეგმებზე მიუთითებს. ეს განცხადება მან ირანსა და მის უწყებას შორის მოსალოდნელი მოლაპარაკებების წინ გააკეთა, რომლებიც მიმდინარე თვის ბოლოს უნდა გაიმართოს.
იუკია ამანო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, გაზეთ "Financial Times" -ის გერმანული გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში ნათლად ამბობს, რომ ირანის წარმომადგენლებთან მოსალოდნელ მოლაპარაკებებზე სააგენტოს წარმომადგენლები ღია და განჭვირვალე თანამშრომლობის წარმართვას მოითხოვენ.
"ის რაც ჩვენ ამჟამად ვიცით - ატომური იარაღის შექმნას ნიშნავს", _ აცხადებს იგი.
მისივე თქმით, "ირანმა ამ დრომდე ვერ მოახერხა გონივრული ახსნა-განმარტების გაკეთება თავიანთი ბირთვული პროგრამის ირგვლივ. ჩვენ ყველა ობიექტის შემოწმება გვინდა, რომელსაც სამხედრო ხასიათი აქვს. მე არ მაქვს არავითარი საფუძველი შევარბილო ჩემი ანგარიში. ეს ჩემი ვალდებულებაა მსოფლიო გავაფრთხილო, ამიტომაც შემქნილი მდგომარეობის საერთო სურათი მაჩვენებს, რომ განგაშის სიგნალი უნდა მივცე. რაც უფრო მეტია ინფორმაცია, მით უფრო ნათელია სურათი", _ აცხადებს ამანო.
მასალის გამოყენების პირობები