რუსეთის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს მოსკოვის მერიაში 4 თებერვალს მიტინგის ჩატარების შესახებ განცხადება შეიტანეს. ოპოზიციის გეგმის მიხედვით, მიტინგის ჩატარება კალუგის მოედნიდან სადოვოე კალცოს გასწვრივ მანეჟის მოედნამდე იგეგმება. მსვლელობა 14:00 საათზე უნდა დაიწყოს, 16:00 საათიდან 19:00 საათამდე კი მანეჟის მოედანზე მიტინგის ჩატარება იგეგმება.
აქციის ჩატარების ოფიციალურად გაცხადებული მიზანი - 2011 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების შედეგების გაპროტესტებაა. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვა რომელიმე ლოზუნგის წამოყენების შესახებ, აქციის ორგანიზატორების განცხადებაში საუბარი არ არის. 4 თებერვლის მსვლელობა მოსკოვში, გასული წლის ბოლოს, გამართული მრავალათასიანი მიტინგების გაგრძელება უნდა გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები