საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრში პოლიტიკურ თემაზე სპექტაკლი იდგმება, როგორც თეატრის ხელმძღვანელმა, ამირან შალიკაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა სპექტაკლში ახალგაზრდა თაობა თამაშობს.
"სპექტაკლზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ შემოტევებს ასახავს. ეს იქნება, როგორც აფხაზეთზე, ასევე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. ჯერჯერობით, სპექტაკლის რეჟისორს, დათო შალიკაშვილს არ სურს დეტალებზე საუბარი. ის მთლიანად მუშაობის პროცესშია ჩართული", - განაცხადა ამირან შალიკაშვილმა.
სპექტაკლში, რომლის სათაურსაც ჯერ თეატრში არ ახმაურებენ შარშანდელი კურსდამთავრებულები ითამაშებენ. როგორც თეატრის ხელმძღვანელი აცხადებს, მათგან რამდენიმეს დებიუტი შედგება.
პოლიტიკურ თემაზე დადგმული სპექტაკლის პრემიერა იანვრის ბოლოს იგეგმება.