21 და 22 იანვარს, საქართველოს ბრიტანეთის ნაციონალური სტუდენტური თეტრალური ფესტივალის (National Student Drama Festival) დირექტორი ჰოლი ქენდრიქი და სელექციონერი დევიდ ნიუმანი ესტუმრებიან. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ერთი სპექტაკლის სანახავად ჩამოდიან საქართველოში - თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სადიპლომო ნამუშევარი „ჩემი ქალაქი", რომლის რეჟისორია გიორგი შალუტაშვილი, იმ 25 სპექტაკლს შორის მოხვდა, რომელიც 300-მდე წარდგენილ ნამუშევარს შორის შეირჩა და ახლა მის სანახავად მსოფლიო რანგის თეატრალური ფესტივალის დირექტორი და სელექციონერი ჩამოდიან საქართველოში.
21იანვარს, 17:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალურად ამ ორი სტუმარისთვის წინა წლის სადიპლომო სპექტაკლს ითამაშებენ. წარმოდგენა არის შანსი, რომ საქართველო და ქართული სტუდენტური თეატრი, წარდგეს მთელი მსოფლიოს წინაშე. ბრიტანეთის ნაციონალურ სტუდენტურ თეტრალურ ფესტივალს უამრავი პროდიუსერი, კულტურის მენეჯერი და ამ სფეროს აგენტი სტუმრობს, ფესტივალი კი შეფილდში, ედინბურგის პარალელურად, ამა წლის ივნისში იმართება.
300-დან შერჩეული 25 სპექტაკლი სხვა და სხვა ჟანრისაა. ფოლკლორი, მიუზიკლი, ქორეოგრაფიული წარმოდგენები, პანტომიმა, კლასიკური დრამატული თეატრი - ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია.
მსოფლიოს ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ ახალგაზრდულ ფესტივალზე 2012 წელს მხოლოდ 4 ევროპული ქვეყანა - გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და საქართველო მოხვდა.