პრეზიდენტობის კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის შტაბი საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევების გამო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. ამის შესახებ შტაბის ხელმძღვანელმა დავით შუკაკიძემ განაცხადა.
"წინასაარჩევნო კამპანიისას ამომრჩეველი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდა. რამაც ლოგიკურ შედეგამდე მიგვიყვანა. არჩევნებზე დაბალი აქტივობა შეინიშნება. ამან ხელისუფლებას ხელი შეუწყო არჩევნების გაყალბებაში", - განაცხადა შუკაკიძემ.
მისი თქმით, ყველა დარღვევის შესახებ შესაბამის ორგანოებს ეცნობა და მათგან შემდგომ რეაგირებას ელიან.